15:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 13:53:46, 1109 ნახვა

პოლიტიკა
ფრიდონ ინჯია - ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, მან იმდენი რამე გააკეთა, მართლაც რომ გმირია

პარტია "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი, ფრიდონ ინჯია თვლის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრსს, ბიზინა ივანიშვილს დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ შეეხება, ვინაიდან ის "მეცენატია და არა ოლიგარქი". 

როგორც ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა "იმდენი რამე გააკეთა, რომ გმირია". 

"ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ის მეცენატია. მან იმდენი რამე გააკეთა, მე ახლა ბოლო პერიოდში ვნახე, გავეცანი ინფორმაციას და მართლაც რომ გმირია",- ამბობს ინჯია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 ოქტომბერს პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, "ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად ვერ გავრცელდება". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics