00:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 10:49:14, 937 ნახვა

საზოგადოება
თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 20 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა.

„პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. 
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: 

შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;

თენგიზ არჩვაძე - მსახიობი;

ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი;

ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი;

მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი;

მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე; 

ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ;

ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი;

ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;

გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი;

ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი;

ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი;

რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი;

ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი;

მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი;

ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი,  ჟურნალისტი;

ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი;

ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი; 

ელდარ შენგელაია - რეჟისორი;

დემნა გვასალია - დიზაინერი;

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics