00:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 10:03:56, 1501 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა უკრაინაში ჩატარებული „რეფერენდუმის“ არალეგალურად ცნობის გამო, გაერო-ს რეზოლუციას ვეტო დაადო

რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც მოსკოვის მიერ უკრაინის ოთხ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმი არალეგალურად არის აღიარებული.

მედიის ცნობით, 15 წევრიან საბჭოში რუსეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი გამოვიდა. ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ და გაბონმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.„ამ ნაბიჯი ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მსოფლიო დაადასტურებს, რომ სამყარო კვლავ უჭერს მხარს სუვერენიტეტს და იცავს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“- აღიშნულია განცხადებაში.

გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა რეზოლუციის დაბლოკვას სამწუხარო ფაქტი უწოდა. 

მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის ყოფნა, ხელს უშლის მის ფუნქციონირებას. როგორც რეზოლუციის ინიციატორი ქვეყნის აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა ტომას გრინფილდმა განაცხადა, რუსეთის ვეტოს გამო, აღნიშნული დოკუმენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე დადგება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics