17:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 20:51:12, 1016 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ირლანდიელ კოლეგას თანამშრომლობის ახალ ფორმატს სთავაზობს

რატი ბრეგაძისა და ჰელენ მაკენტის შეხვედრა დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდნენ.
 
რატი ბრეგაძემ ირლანდიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე კონფერენციის ორგანიზებისათვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ირლანდიის მხრიდან  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ირლანდიისა და ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა ბოლო წლებში საგრძნობლად გააქტიურდა.
 
რატი ბრეგაძემ ჰელენ მაკენტის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკუთარი ხედვა წარუდგინა და ორ უწყებას შორის  მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა, რომელიც გაითვალისწინებს უფრო მჭიდრო  თანამშრომლობას მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის სფეროში ადამიანის უფლებების, ელექტრონული მმართველობის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მიმართულებით.
 
მინისტრმა აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სერვისების დიგიტალიზაცია წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე ირლანდიის იუსტიციის სამინისტროების პრიორიტეტს, რაც კარგი საფუძველია ამ სფეროში თანამშრომლობისათვის.
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ირლანდიელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების პროცესს, იუსტიციის სამინისტროს სერვისების დიგიტალიზაციას, პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის, ციფრულ უნივერსიტეტს.
 
რატი ბრეგაძემ ჰელენ მაკენტი საქართველოში მოიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics