17:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 19:09:37, 994 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - უკრაინა NATO-ში გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ განაცხადს შეიტანს, იგივე ჩვენც უნდა მოვითხოვოთ

უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ განაცხადს შეიტანს, იგივე ჩვენც უნდა მოვითხოვოთ. - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურბა გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ესაა ისტორიული ფანჯარა საქართველოსთვის. 

"ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ განაცხადს შეიტანს
დეტალები ბოლომდე ცნობილი არაა, მაგრამ საუბარია დაჩქარებული წესით ნატოში გაწევრიანებაზე ფინეთისა და შვედეთის პრეცედენტზე აპელირებით
როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ
საქართველომ პირველმა იწვნია საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია და პირველმა იომა პუტინის ურდოს წინააღმდეგ
ესაა ისტორიული ფანჯარა საქართველოსთვის
რა ტიპის დაჩქარებულ პროცედურაზეც არ უნდა იყოს საუბარი, იგივე პროცედურა უნდა მოვითხოვოთ ჩვენც". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics