00:26 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 17:45:25, 867 ნახვა

საზოგადოება
2023 წლის 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით გაიზრდება

საქართველოს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი იზრდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდის მიმართულებით, ასევე, სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების განვითარებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობასთან კოორდინაციით, პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის და გაზრდილი საბიუჯეტო სახსრები ამ მიმართულებითაც გადანაწილდება.

სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ასევე გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მომატებული სახანძრო რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, 2022 და 2023 წლების საბიუჯეტო სახსრებით განსაზღვრულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალური აღჭურვილობის სამი ვერტმფრენის შეძენა, რომლებიც განკუთვნილი იქნება ძებნა-გადარჩენის, ხანძრის ქრობის, საპოლიციო ოპერაციებისათვის.

ამასთანავე, გათვალისწინებულია სახანძრო-სამაშველო, მაღალი გამავლობის 30 სპეციალური ავტოტრანსპორტის შეძენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პრიორიტეტულია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე, პოლიციელებისთვის ღირსეული პირობების და სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის სოციალური გარანტიების შექმნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics