|
2022-09-30 14:22:26, 728 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი სოციალური საწარმოების B2B გამოფენას დაესწრო
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას უმასპინძლა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გამოფენის მიზანი სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესსექტორს, ასევე, საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებაა. წლევანდელი ღონისძიების თემა იყო პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს. „მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას - სოციალური საწარმოების მესამე მასშტაბურ B2B გამოფენას. სოციალური მეწარმეობის სფეროს ხელშეწყობა თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მხრივ, უკვე წლებია სისტემატურად ვუჭერთ მხარს, როგორც უშუალოდ სოციალურ საწარმოებს, ისე სფეროს განვითარებისთვის მოქმედ ორგანიზაციებს. სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“ ერთად, დიდი ხნის წინ დავიწყეთ და აღნიშნულ სფეროს წლების განმავლობაში ვეხმარებით. თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. მაგალითად: სოციალური საწარმოების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რომლის ერთ-ერთი მაგალითია დღევანდელი B2B გამოფენა; „თბილისობის“ ყოველწლიურ დღესასწაულზე სოციალური საწარმოებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები; სოციალური მეწარმეობის ფორუმის მხარდაჭერა; სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები ახალგაზრდებში; სოციალური სერვისების მიმწოდებელი საწარმოებისთვის ვაუჩერულ დაფინანსებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ასევე გაიხსნა სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“, რომელმაც აღნიშნული ფორმით, ერთ სივრცეში სოციალური მეწარმეების პროდუქცია პირველად გააერთიანა. „დღეს საქართველოში 150-მდე სოციალური საწარმო ფუნქციონირებს. მათი მისიები მრავალფეროვანია. გვიხარია, რომ სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა დაინერგა და ეს გამოფენაც, სადაც 50-მდე სოციალური საწარმოა წარმოდგენილი, ამ გამოცდილების გაგრძელების კარგი შესაძლებლობაა. კიდევ ერთხელ მინდა გამოგიცხადოთ ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა. ჩვენ ასევე, აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ბიზნესსექტორთან კომუნიკაციაში, რომ მათგან უფრო მეტი წარმომადგენელი დაინტერესდეს და მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ღონისძიების მონაწილეები 47 სოციალური საწარმოს პროდუქციასა და სერვისს გაეცნენ, შეხვდნენ სოციალურ მეწარმეებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. გამოფენის ფარგლებში, პირველ ოქტომბერს საშემოდგომო მარკეტიც გაიმართება, სადაც სტუმრები საწარმოების მრავალფეროვანი პროდუქციის დათვალიერებასა და შეძენას შეძლებენ. ასევე, ჩატარდება სემინარი, სადაც გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების საკითხებში ევროპული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდეციების შესახებ გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ. B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით, 2017 წლიდან იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“. პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის მუნიციპალიტეტის მერიაც შედის. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, სოციალური მეწარმეები, ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)