|
2022-09-30 10:49:30, 825 ნახვა
საზოგადოება
დეპუტატებმა პირველი ქვეითი ბრიგადა და ეროვნული თავდაცვის აკადემია მოინახულეს
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის ძალებში ვიზიტებს განაგრძობენ. აღნშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. სამინისტორს ცნობით, საპარლამენტო ზედამხედველობის საქმიანობის ფარგლებში, უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პირველ ქვეით ბრიგადასა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ. "კანონმდებლებმა პირველ ქვეით ბრიგადაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ბრიგადის შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. დეპუტატები ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებსა და ეკიპირებასაც გაეცნენ. სტუმრები საარტილერიო ბატალიონის ნაღმმტყორცნელთა ასეულის პრაქტიკულ მეცადინეობას ადგილზე დააკვირდნენ. მოგვიანებით კი, მათ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს. პირველი ბრიგადის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გადაინაცვლეს, სადაც აკადემიის სტრუქტურის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ. დეპუტატებმა აკადემიის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და იუნკერების სასწავლო პროცესს ადგილზე დააკვირდნენ. საქართველოს პარლამენტის წევრები თავდაცვის ძალებში ვიზიტებს ეტაპობრივად ახორციელებენ და მიმდინარე პროცესებს ეცნობიან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)