01:32 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 17:11:27, 724 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ ციფრული ბანკი ბიზნესისთვის მსოფლიოში საუკეთესოა - Global Finance-ის აღიარება

თიბისის ციფრული ბანკი ბიზნესისთვის მსოფლიოში საუკეთესოა - გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემამ Global Finance, თიბისის ციფრული ბანკი ბიზნესისთვის მსოფლიოში საუკეთესოდ უკვე მეორედ აღიარა. კონკურსის შედეგები „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების“  23-ე ცერემონიაზე გამოაქვეყნდა.

„ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ კატეგორიაში მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოდ დაგვასახელეს. ჩვენი გუნდი  ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება გაუმარტივოს, ეს აღიარება კი ამის დასტურია.  თიბისისთან ერთად Global Finance-ის კონკურსში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, ვფიქრობ საერთაშორისო დონეზე ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის განსაკუთრებით საამაყოა,” - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

„პანდემიამ ბანკების გაციფრულების პროცესი დააჩქარა. ჩვენ ვხედავთ, რამდენად სწრაფად ვითარდება ციფრული სერვისები საფინანსო სფეროში.  ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც საუკეთესო და გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები დანერგეს,  ჩვენ მიერ შეფასდა, როგორც Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკები 2022 წელს,” - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.

2022 წელს, თიბისიმ, როგორც ქვეყნის, რეგიონის და მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებული აღიარება - ჯამში 11 ჯილდო მოიპოვა. 

Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს ფინანსური ინსტიტუციები. უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოვებს ფინანსურ ინსტიტუტებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics