01:31 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 11:14:20, 647 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს ხუან  ბაუტისტა მაჰიქესს შეხვდა.   

შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გოგაძე და საქართველოს პროკურატურის   საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი  ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბუენოს აირესის  გენერალურმა პროკურორმა, პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ორგანიზებისთვის და თავაზიანი მასპინძლობისთვის   საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა.

"შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან ძალიან წარმატებული იყო. მე მას მადლობა გადავუხადე თავაზიანი მასპინძლობისთვის და ღონიძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ცალსახად წარმატებული გამოდგა. შევთანხმდით თანამშრომლობაზე, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ IAP-ის წევრებს შორისაც. მე იგი მივიწვიე ბუენოს აირესში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს კვლავ შევხვდებით, იქნება ეს ბუენოს აირესში, აქ, საქართველოში თუ რომელიმე სხვა ახლომდებარე ქვეყანაში" -  განაცხადა  ხუან  ბაუტისტა მაჰიქესმა.

ბუენოს აირესის გენერალური პროკურორი ხუან  ბაუტისტა მაჰიქესი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები"
მასპინძლობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics