|
2022-09-27 16:54:47, 1085 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში ანტისაომარი განწყობებით ცნობილი პოეტი აწამეს და გააუპატიურეს
მოსკოვში ანტისაომარი განწყობებით ცნობილი აქტივისტი და პოეტი არტიომ კამარდინი აწამეს და გააუპატიურეს მას შემდეგ, რაც მან 25 სექტემბერს, მოსკოვის ცენტრში, სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კამარდინი 26 სექტემბერს, აქტივისტებთან - ალექსანდრა პოპოვასა და ალექსანდრე მენიუკოვთან ერთად, საკუთარ ბინაში დააკავეს, შემდეგ კი, ტვერსკოის ოლქის საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს. Настоящее Время-ს ინფორმაციითვე, უშიშროების ძალებმა დაკავებისას კამარდინი სცემეს, გააუპატიურეს, აღნიშნული ძალადობა კი, გადაიღეს და ალექსანდრა პოპოვას აჩვენეს. პოპოვა აცხადებს, რომ უშიშროების ძალები მასაც დასცინოდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. კამარდინსა და კიდევ ორ აქტივისტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სიძულვილის გაღვივების მუხლით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)