02:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 12:41:00, 485 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მიმდინარეობს. კონფერენციას, რომელიც 25-29 სექტემბერს იმართება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს.

კონფერენციის მეორე დღეს, სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება, როგორიცაა: ომის დანაშაულებზე ეფექტური რეაგირება, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია და ა.შ.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ორმხრივ შეხვედრებს მართავს სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან.

კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics