02:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 17:52:45, 1075 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი - საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი მიმდინარეობს დადგენილი წესების შესაბამისად

საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი მიმდინარეობს დადგენილი წესების შესაბამისად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში მუშაობს.

„ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში გაზრდილია, როგორც შემომსვლელთა, ისე ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა. თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთაზე მუშაობს ძალიან აქტიურად. ბუნებრივია, გაზრდილი ნაკადებიდან გამომდინარე, უფრო მეტი დატვირთვით, ვიდრე ეს აქამდე ხორციელდებოდა. საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რა წესებიც არის დადგენილი. ეს ნიშნავს, რომ გამშვებ პუნქტებზე ხორციელდება შესაბამისი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამა თუ იმ პირთან მიმართებით. შესაბამისად, ცვლილება არის  ის, რომ გაიზარდა დატვირთვა ყველა იმ უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელია, როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე, ფისკალურ წესრიგზე, ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics