07:34 - 09 May, 2026
|
2022-09-26 13:20:50, 1102 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
წინასწარი ინფორმაციით, რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. კომიტეტის ცნობით, დაღუპულთა შორის 7 მოსწავლეა. მათივე ცნობით, ევაკუაციის დროს კიდევ 21-მა ადამიანმა მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობები და დაზიანებები. მათი უმრავლესობა პირველკლასელია. დაშავდნენ ბავშვები, მათ შორის, ფანჯრებიდან გადახტომებიც. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა, რომელიც სკოლას თავს დაესხა, მეოთხე სართულის 403 ოთახში თავი მოიკლა. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ, რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში შავ კოსტუმში ჩაცმული მამაკაცი შევიდა, დაცვის თანამშრომელს ესროლა, შემდეგ კი ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)