|
2022-09-25 20:40:07, 2467 ნახვა
ეკონომიკა
მტვერსასრუტების ფართო არჩევანი Veli.store-ზე - იდეალური სისუფთავისთვის სახლსა და ავტომობილში
Veli.store-ზე სხვადასხვა სახის მტვერსასრუტების შერჩევა შეგიძლიათ, როგორც კლასიკური, ისე რობოტი მტვერსასრუტების, ხელის მტვერსასრუტებისა და პორტატული მტვერსასრუტების. კერძოდ, კლასიკური მტვერსასრუტების ღირებულება veli.store-ზე 269 ლარიდან იწყება. ამ ფასად Midea-ს მტვერსასტურია ხელმისაწვდომი. მის გარდა კი ველიზე სხვადასხვა ბრენდის მტვერსასრუტების ფართო არჩევანს აღმოაჩენთ, მათ შორის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Karcher, Philips, Xiaomi, Bosch, Franko, Samsung და Sencor. ყველაზე ძვირიანი კლასიკური მტვერსასრუტის მოდელი კი, ძლიერი შესრუტვის უნარის მქონე Philips-ის მტვერსასტურია, რომელსაც სპეციალური ანტიალერგიული ფილტრაციის სისტემა გააჩნია. ეს უკანასკნელი კი იდეალურია მათთვის, ვისაც მტვერსა და შინაური ცხოველების ბეწვზე ალერგია აქვთ. Philips FC9744/09 მოწყობილობის HEPA ფილტრი, 13 ფილტრაციის დონით თქვენს სახლში იდეალურ სისუფთავეს უზრუნველყოფს. რაც შეეხება რობოტ მტვერსასრუტს, ის პრაქტიკულად ყველა ქალისთვის შვების მომგვრელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვთ. ველიზე რობოტი მტვერსასრუტების ფართო არჩევანია, როგორც ფასების, ისე ბრენდების მიხედვით. მათი ღირებულება 539 ლარიდან იწყება და 1,499 ლარამდე მერყეობს. Midea, Ilife, Anker და Xiaomi ველიზე სხვადასხვა მახასიათებლების მოდელებს წარადგენენ, თუმცა ყველა მათგანში მიმზიდველი ისაა, რომ ისინი ჭკვიანი მოწყობილობები არიან. სიჭკვიანე კი იმაში გამოიხატება, რომ მათ ავტომატური დატენვისა და მუშაობის გაგრძელების უნარი, ოთახის რუკის შექმნის შესაძლებლობა, ხმითა და აპლიკაციით მუშაობის უნარი გააჩნიათ. საფუძვლიანად წმენდენ იატაკს და ხალიჩებს, გააჩნიათ მშრალი და სველი წმენდის რეჟიმი. მაგალითად, ყველაზე დაბალფასიან Xiaomi-ს რობოტ მტვერსასრუტს, HEPA სამშრიანი ფილტრი გააჩნია, რომელსაც შეუძლია მტვრის, სოკოს და ვირუსის ბაქტერიების, ალერგენების, თმის და ბეწვის შესრუტვა, გაფილტვრა და სუფთა ჰაერის გამოტუმბვა. Veli.store-ზე ხელის მტვერსასტურების ფართო არჩევანიცაა, 149 ლარიდან 1,599 ლარამდე. ხელის მტვერსასრუტები განსაკუთრებით პრაქტიკულია კუთხეებისა და ძნელად მისადგომი ადგილების მტვრისგან გასასუფთავებლად. ხოლო, რაც შეეხება პორტატულ მტვერსასრუტებს, ველიზე არჩევანი აქაც საკმაოდ მრავლადაა. პორტატული მტვერსასრუტები გამოიყენება როგორც სახლში, ასევე მანქანის დასასუფთავებლად და მათ მოყვებათ სხვადასხვა თავაკები, სხვადასხვა ზედაპირის დასასუფთავებლად. აგრეთვე სპეციალური დამტენი კაბელი ავტომობილისთვის. მაგალითად, ბიუჯეტური Xiaomi-ს 139 ლარიანი მოდელი, ჰაერის ფილტრაციის მულტი-ციკლონული ტექნოლოგიის წყალობით, არა მხოლოდ იწოვს მტვერს და ალერგენებს, ასევე ფილტრავს ჰაერს და სასიამოვნო, სუფთა სურნელს აყენებს თქვენს სახლსა თუ ავტომობილში.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)