|
2022-09-25 20:03:57, 980 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე აშშ-ის გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს ბრიუს შვარცს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს ბრიუს შვარცს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორი სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებობს. ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და დღემდე გაწეული დახმარებისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს. ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილე და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ბრიუს შვარცი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით იმყოფება. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“მასპინძლობს. თბილისში, 25-29 სექტემბერს დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაერო-ს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს დაარსდა და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს აერთიანებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)