22:06 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-24 11:29:36, 1309 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს რუსებს, რომლებიც კრემლის შეშლილ იდეებს არ ეთანხმებიან და ამის გამო საფრთხეში არიან

ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს რუსებს, რომლებიც საფრთხეში საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო არიან. - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის ადამიანები, რომლებიც კრემლის გიჟურ იდეებს არ ეთანხმებიან. 

"მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, რომლებიც საფრთხეში საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო არიან. თუ ხალხი საფრთხეშია, რადგან ისინი არ ეთანხმებიან კრემლის შეშლილ იდეას, წამოიწყოს ომი უკრაინაში, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics