16:46 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 19:01:25, 1622 ნახვა

ომი უკრაინაში
გაეროს საგამოძიებო კომისია - უკრაინაში რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულები იყო ჩადენილი

უკრაინაში სამხედრო დანაშაულები იყო ჩადენილი. - ამის შესახებ შეგროვებული მტლიხწბულებების საფუძველზე გაეროს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ერიკ მოსემ განაცხადა.

მისივე თქმით,გაეროს ჯგუფი ეწვია 27 დასახლებას, გაესაუბრა 150 მსხვერპლს და თვითმხილველს და დაათვალიერა ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პატიმრების დაკავების ადგილები.

„შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, კომისიამ დაასკვნა, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულები იყო ჩადენილი“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics