03:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 17:43:45, 1301 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა, ამირან გულუაშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროკურატურასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე.

ასევე, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.

ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს და ამ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. 

შეხვადრაზე, ამირან გულუაშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)   წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის უფლებამოსილება, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

არასამთავრობო ორგანიზაციოებთან აქტიური კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, მომავალში თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics