08:14 - 09 May, 2026
|
2022-09-23 16:44:00, 1283 ნახვა
მსოფლიო
The Washington Post - აშშ-მ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პირადი გაფრთხილებები გაუგზავნა
აშშ-მ რუსეთს პირადი გაფრთხილებები გაუგზავნა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოსკოვს პირად შეტყობინებებს რამდენიმე თვეა უგზავნის და იმ სერიოზულ შედეგებზე აფრთხილებს, რომლებიც შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვეს. შეტყობინებები სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით გაიგზავნა, თუმცა შინაარსი და ის, თუ ვინ გადასცა ისინი რუსეთის ხელისუფლებას, არ სახელდება. მათივე თქმით, უცნობია, გაგზავნა თუ არა შეერთებულმა შტატებმა ახალი მესიჯები მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა 21 სექტემბრის გამოსვლაში მუქარა კიდევ ერთხელ გაიმეორა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)