03:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 14:56:29, 1110 ნახვა

საზოგადოება
24 სექტემბერს „კრწანისობა 2022“ გაიმართება

24 სექტემბერს, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022“ გაიმართება. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დაესწრება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 11:30-ზე ღონისძიება მეფე ერეკლე II-ისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ლექციით გაიხსნება. ლექციას ჯაბა სამუშია წარუძღვება. 

მათივე ინფორმაციით, 12:00 საათზე კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ, ღონისძიების კულტურული ნაწილი დაიწყება. 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „შვიდკაცა“ და ფოლკლორული ანსამბლი „თბილისი“. იქნება მხატვრული კითხვა, მოეწყობა ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა (ხმლები, თოფები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ტალავერი, ჩოხა, ყაბალახი, აჭარული ჩაქურა და სხვა). 

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოირგონ ინვენტარი და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics