|
2022-09-23 12:29:56, 1150 ნახვა
საზოგადოება
სეულში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას 140 სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ მეღვინეობის დარგის ადგილობრივი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, იმპორტიორები და ინფლუენსერები. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის ისტორია და კულტურა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა წარუდგინა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ კორეის ბაზარზე უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებზე ისაუბრა, რომელიც ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ უერთიერთობებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციას. აღინიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, კორეის რესპუბლიკაში საქართველოდან ექსპორტირებულია 84,470, ხოლო 2022 წლის 8 თვის მონაცემებით კი, 43,900 ბოთლი ღვინო. ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის პროფესიული მასტერკლასი და პრეზენტაცია გაიმართა. კორეის ბაზარზე მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, რომელიც მიმართულია ქართული ღვინისა და მეღვინეობის უნიკალური ისტორიისა და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ, ჯერ არ განხორციელებულა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. ქ.სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wine 21" ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. „Wine21” კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, 2022 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, სეულში გამართულ გამოფენაზე „Seoul International Wine&Spirit expo“ ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია მონაწილეობდა, მიმდინარე წლის 26-28 აგვისტოს ჩათვლით გამოფენაზე „Daejeon International Wine Festival” ქართული ღვინის 24 მწარმოებლის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)