|
2022-09-23 11:20:54, 1131 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? 10 წლიანი პარტნიორობა გრძელდება
ბაზისბანკსა და ელიტარულ ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? შორის პარტნიორობა გრძელდება. უკვე 10 წელია, რაც ბანკი ტელემაყურებელთა ინტერესების ერთგული დამცველია და, ამ დროის განმავლობაში, ათასამდე გამარჯვებული ტელემაყურებელი ყავს დაჯილდოებული ფულადი პრიზებით. 24 სექტემბრიდან, ყოველ შაბათს, ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე აზარტული ინტელექტუალური შოუ, 2022 წლის შემოდგომის სერიით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს უბრუნდება. სეზონის ყოველი სერია ხუთი შესარჩევი და ერთი ფინალური თამაშისგან შედგება. ფინალში მოაზროვნეების გამარჯვების შემთხვევაში, სახელდება სპეციალური პრიზის – „ბროლის ბუს“ მფლობელი მოაზროვნე. ტელემაყურებელთა მოგების შემთხვევაში, „ბროლის ბუ“ საუკეთესო შეკითხვის ავტორ ტელემაყურებელს გადაეცემა. ყველა გამარჯვებულ ტელემაყურებელს ბაზისბანკისგან საბანკო ბარათი გადაეცემა მასზე დარიცხული ფულადი პრიზით, ხოლო ფინალში ტელემაყურებელთა გამარჯვების შემთხვევაში, საუკეთესო ტელემაყურებელი 5,000 ლარით ჯილდოვდება. „ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ რამდენიმე ათწლეულია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგსა და პოპულარობას ყველა ასაკის ტელემაყურებელში. პროექტი, წელს მაყურებელს რიგით მე-20 სეზონს სთავაზობს და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროექტია ქართულ ტელესივრცეში. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ბაზისბანკს მეგობრობისთვის, რომელიც უკვე 10 წელია მედგრად იცავს ტელემაყურებელთა ინტერესებს.” - აღნიშნა პროექტის წამყვანმა, გიორგი მოსიძემ. “წელს ბაზისბანკისა და ინტელექტ-კლუბს პარტნიორობის მე-10, საიუბილეო წელია. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც ერთგულად დავიცავთ ტელემაყურებელთა ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ტრადიციულად, ელიტარული ინტელექტ-კლუბი რა? სად? როდის? მაყურებელს ძალიან საინტერესო, დაძაბულ და დაუვიწყარ თამაშებს შესთავაზებს.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)