|
2022-09-22 11:07:55, 1103 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია - იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი საფლავებიდან 338 ცხედარი ამოასვენეს
იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი საფლავებიდან 338 ცხედარი ამოასვენეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ხარკოვის ოლქის პროკურორის, ალექსანდრე ფილჩაკოვზე დაყრნობით ავრცელებს. მისი თქმით, მასობრივი საფლავიდან 320 მშვიდობიანი მოქალაქისა და 18 სამხედროს ცხედარია ამოსვენებული. „ძალიან დიდი რაოდენობით ცხედარია ამოსვენებული, ნაღმ-ასაფეთქებელი დაზიანებებით, ასევე ბევრი ძვლის მრავლობითი მოტეხილობით და წამების ნიშნებით”,- განაცხადაფილჩაკოვმა. ფილჩაკოვის თქმით, აღმოჩენილ 445 საფლავში, 2 ან 4 ადამიანი ერთდროულად იყო დაკრძალული. მისივე თქმით, ექსჰუმაციის სამუშაოები 23 სექტემამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ იზიუმში, საიდანაც რუსული არმია გაიქცა, 440-ზე მეტი ცხედრის მასიური საფლავები აღმოაჩინეს. სპეციალურ ვითარებაში გაუჩინარებულ პირთა საკითხთა კომისარის, ოლეგ კოტენკოს განაცხადებით, დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, გადააჭარბოს ბუჩას ტრაგედიას. გარდა ამისა, როგორც გამოცემა Reuters-ი კორესპონდენტები იტყობინებიან, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)