|
2022-09-22 10:46:50, 964 ნახვა
მსოფლიო
ბალტიის ქვეყნები უარს აცხადებენ, მიიღონ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაურბიან
ევროკავშირის წევრი და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი თავშესაფარს არ შესთავაზებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას გაურბიან. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემას უთხრა, სამოქალაქო მოვალეობაზე უარის თქმა თავშესაფრის მინიჭების საფუძველი ვერ გახდება. "რუსეთში სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ან ამის სურვილი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭებისთვის", - განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ „როიტერს“. უფრო ადრე კი, ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა საქმეები ცალკე უნდა იქნას განხილული, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, რუსი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით, ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბრიდან ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეები, ყველა მხრიდან, ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას ცდილობენ. რიგებია, მათ შორის, რუსეთ-ფინეთისა და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)