|
2022-09-22 10:44:40, 786 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტაციის წარმოებას ელექტრონულ რეჟიმში იწყებს
საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვების სერვისის მომხმარებლებისთვის პროცედურებს ამარტივებს. 27 სექტემბრიდან ტვირთმფლობელები ვებ-გვერდის cargo.railway.ge საშუალებით ოფისიდან გაუსვლელად არა მარტო ადგილობრივი გადაზიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ონლაინ მიღებასა და შევსებას, არამედ საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის (სმგს) მიიღებასაც შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებს ადგილობრივი ტვირთის ზედნადებისა და გადაზიდვის დავალების მიღება ონლაინ რეჟიმში 2017 წლიდან შეუძლიათ. თუმცა კომპანია დოკუმენტაციის წარმოებას საერთაშორისო გადაზიდვებისთვისაც ამარტივებს. ზემოთაღნიშნული საბუთის (სმგს) გაფორმება სრულად ეფუძნება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის შევსების წესებს. გარდა ამისა, რკინიგზის მომხმარებლები ელექტრონულადვე შეძლებენ გაფორმებული საბუთი წარუდგინონ კომპანიას, ელექტრონულად მოაწერონ ხელი და ონლაინ რეჟიმში ადევნონ თვალი საკუთარი საბუთის სტატუსს. საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო გადაზიდვების დოკუმენტაციის ელექტრონულ რეჟიმში წარმოებას 27 სექტემბრიდან სატესტო რეჟიმში იწყებს. მომხმარებლებს კი მოუწოდებს ინსტრუქციითა და ვიდეო გაკვეთილებით იხელმძღვანელოს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)