17:56 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 10:29:39, 1744 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია

კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზოდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

გარდა სიტყვით გამოსვლისა ანსამბლეაზე ზელენსკიმ უკრაინის მშვიდობის 5 პუნქტიანი ფორმულა წარადგინა, რომელიც აგრესიისთვის დასჯას, სიცოცხლის დაცვას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უსაფრთხოების გარანტიებს და სიმტკიცეს საკუთარი ქვეყნის დასაცავად მოიცავს.

ზელენსკის თქმით, სანამ აგრესორი საერთაშორისო ორგანიზაციაში რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, მსოფლიო მისგან უნდა იზოლირდეს.

„ეს ფორმულა მოიცავს დასჯას აგრესიისთვის, სიცოცხლის დაცვას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უსაფრთხოების გარანტიებს და სიმტკიცეს საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ მოვამზადეთ ზუსტი ნაბიჯები ტრიბუნალის შესაქმნელად, ისინი წარედგინება ყველა სახელმწიფოს, სანამ აგრესორი საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიმღების მხარეა თქვენ მისგან უნდა იზოლირდეთ, აგრესიის შეჩერებამდე მაინც ჩამოართვით მათ ვეტოს უფლება. რუსები საუბრობენ მოლაპარაკებაზე, მაგრამ სამხედრო მობილიზაციისა და ფსევდო რეფერენდუმს აცხადებენ. რუსეთს ომი უნდა, მაგრამ ის ვერ შეაჩერებს ისტორიის მსვლელობას კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია, რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ეს ომი"- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics