|
2022-09-22 01:15:44, 1754 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლკ აზოვის მეთაური, დენის პროკოპენკო რუსული ტყვეობიდან თავისუფალია
უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკ „აზოვის“ მეთაური, დენის პროკოპენკო თავისუფალია, ამის შესახებ უკრაინული ტელეგრამ არხები იუწყებიან. ამასთან, ვრცელდება ფოტო სადაც პროტოპენკო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დგას. მანამდე, ასევე უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ დათანხმდნენ „აზოვსტალის“ დამცველები იარაღის დაყრასა და ჰუმანიტარული დერეფნით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციას. აი, რა განაცხადა თავის ბოლო მიმართვაში პოლკ „აზოვის“ მეთაურმა, დენის პროკოპენკომ: „დიდება უკრაინას, მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების შესახებ. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამდით ჩვენთვის მნიშვნელოვან სამ პირობას, ესენია: მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და დაღუპულები. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება და მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლითა და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის [პირობით]. რაც შეეხება დაღუპულ გმირებს, პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებენ თავიანთი ჯარისკაცების პატივით დაკრძალვას. დიდება უკრაინას!“ - ნათქვამი იყო დენის პროკოპენკოს მიმართვაში. „ეს იყო ერთადერთი საშუალება, ერთადერთი გზა, რადგან მისთვის მთავარი იყო, რომ პირადი შემადგენლობა ცოცხალი დარჩენილიყო. და უკვე ყველას ესმოდა, რომ რუსები ყოველდღიურად აძლიერებდნენ შტურმს. მათ ჰქონდათ ცნობები, თუ ვინ სად იმყოფებოდა, სად იყვნენ ჯარისკაცები თავშეყრილნი ამ ბუნკერებში და ზუსტი სროლებით სპეციალურად ანადგურებდნენ მათ“, - უთხრა პროკოპენკომ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს. მან და მის ბედქვეშ მყოფი პოლკ „აზოვის“, საზღვაო ქვეითების, ეროვნული გვარდიისა და სხვა უკრაინული დანაყოფების მებრძოლთა ცოლებმა დააფუძნეს „აზოვსტალის“ ოჯახების ასოციაცია, რომლის უმთავრესი მიზანი ტყვეობაში მყოფი სამხედროების მდგომარეობის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მოპოვება და მათ გასათავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული კონტაქტების დამყარებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)