04:12 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 14:02:35, 1000 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია შპს „ბექაურის ვენახების“ ღვინის საწარმოში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია  და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის  სოფელ ზემოხოდაშენში,  კომპანიის „ბექაურის ვენახები“ ყურძნის მიღების პროცესს გაეცნენ და ღვინის საწარმო დაათვალიერეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შპს „ბექაურის ვენახები“  100 ჰექტარზე მეტ ვენახს  ფლობს ახმეტის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. კომპანიამ 3 მლნ ლარის ღირებულების  შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა;   კომპანიაში, ჯამში,  50   ადამიანია დასაქმებული.  „ბექაურის ვენახები“, წელს 60,000-მდე ბოთლი  ღვინის რეალიზაციას  ჩინეთის ბაზარზე გეგმავს. 

აღსანიშნავია, რომ  ქვეყნის მასშტაბით, ღვინის წარმოების განვითარებისათვის, გაცემულია 316 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს თანადაფინანსება 58 მლნ  ლარს აღემატება.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics