|
2022-09-21 13:48:22, 880 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის თავდაცვა - რუსეთის სამხედრო მობილიზაციის გამო, სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში გვყავს
ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუკსასი Twitter-ზე წერს. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას უკავშირდება. "იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩვენს საზღვრებთანაც (კალინინგრადის რეგიონი) განხორციელდება, ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთიდან მომდინარე ნებისმიერი პროვოკაცია", - წერს ანუშაუკსასი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბრიდან ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)