|
2022-09-21 10:57:05, 827 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული
ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ იორკში გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი დებს უზარმაზარ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოს ომის დასრულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით. "ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს დიპლომატიის მნიშვნელობას უთანხმოების მშვიდობიანად გადასაწყვეტად დიალოგის მეშვეობით. მიმდინარეობს კონფლიქტის ესკალაცია და ჩვენ დებთ უზარმაზარ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ომის დასრულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით"- განაცხადა ერდოღანმა. გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20 სექტემბერს გაიხსნა. მისი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა ომი უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე ასევე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)