|
2022-09-20 15:45:32, 821 ნახვა
მსოფლიო
რუსებმა ოკუპირებულ ხერსონში „რეფერენდუმის“ ჩატარება გადაწყვიტეს
რუსმა დამპყრობლებმა ოკუპირებულ ხერსონის რაიონში „რეფერენდუმის“ ჩატარება გადაწყვიტეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლას ისახავს მიზნად. როგორც, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ვლადიმირ სალდომ განაცხადა ის იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი მიიღებს რეფერენდუმის შედეგებს. „რუსეთში დაბრუნება უზრუნველყოფს რეგიონის უსაფრთხოებას, ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის მის მოსახლეობას და გახდება ისტორიული სამართლიანობის ტრიუმფი”,- განაცხადა სალდომ. რეფერენდუმის ჩატარება 23-27 სექტემბერს იგეგმება. ცნობისთვის, ხერსონი არის რეგიონი, რომელიც თებერვლის შემდეგ ყველაზე ფართოდ იქნა მოქცეული რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ამასთან, 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)