03:08 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 16:24:00, 962 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის გენპროკურორი - ოკუპანტების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 5 ბავშვი გამოვავლინეთ

დადგენილია სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა. 

მისივე თქმით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 5 ბავშვი გამოავლინეს  4-დან 16 წლამდე ასაკის კატეგორიაში.

"დადგენილია სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. 4-დან 16 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი გამოვლინდა ამ კატეგორიის ომის დანაშაულის მსხვერპლად. მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ასეთი დანაშაული გაცილებით მეტია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics