|
2022-09-19 12:57:01, 1074 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია ფარულ ჩანაწერებზე - ეს აღწევს ავადმყოფურ, მანიაკურ მასშტაბს, რომელიც ანგრევს ადამიანის უსაფრთხოებას
ეს აღწევს გამაოგნებელ, ავადმყოფურ, მანიაკურ მასშტაბს, რომელიც ანგრევს ადამიანის, მოქალაქის თავისუფლებას, მშვიდობას, უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანაში და ასევე ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფოს,- ამის შესახებ პარტია "დროას" დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ამ რეჟიმს და მივაღწიოს დეოლიგარქიზაციას. "რაც ჩვენ ვნახეთ შაბათს, ეს აღწევს გამაოგნებელ, ავადმყოფურ, მანიაკურ მასშტაბს, რომელიც ანგრევს ადამიანის, მოქალაქის თავისუფლებას, მშვიდობას, უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანაში და ასევე ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფოს. მასშტაბი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ახალგაზრდების, სტუდენტების ჩართულობა და კარგად არის გამოსაკვლევი, რის ხარჯზე არიან სტუდენტები ჩართულები, მათ შორის არის თუ არა შანტაჟი და ზეწოლა, გარდა იმისა, რომ მათ სთავაზობენ ფულს. სტუდენტების ჩართულობა ჩანერგვაში რისთვის, განსხვავებული აზრის და ოპონენტების კონტროლისთვის, არა რუსეთის აგენტების კონტროლისთვის, არა სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის, არა საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის, არა უსაფრთხოების დაცვისთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის არასასურველი ადამიანების თვალთვალისთვის. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ყველა ერთად რომ უნდა ვცხოვრობდეთ, რაც არ უნდა განსხვავებულები ვიყოთ, ამ სისტემამ დაგვაპირისპირა და ერთი მეორეს ჩაუსვა სახლში, ოთახში, საავადმყოფოში, გლოვაში და ა.შ. ვნახეთ მასშტაბი, რომელიც მართლა წარმოუდგენელია გარყვნილების თვალსაზრისით. გასვენებაში გადაღებული ფოტოები და მიყურადება და კონტროლი, ექიმთან კომუნიკაციის, მშობლებთან კომუნიკაციის გადაღება. თითო ადამიანზე, მათ შორის აქტივისტებზე მუშაობენ ჯგუფები. წარმოიდგინეთ, მილიონები, რომლებიც იხარჯება იმისათვის, რომ ვიცხოვროთ უსაფრთხოდ და მთავარი ჩვენი საფრთხე მომდინარეობს რუსეთისგან, ეს მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ერთმა ქართველმა მეორე ქართველი გაანეიტრალოს, ჩაერიოს, ღირსება შეულახოს და უკარნახოს, როგორ იცხოვროს. ამიტომ ჩვენ, რაც არ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მოსმენა არ არის ახალი, ამ მასშტაბთან შეგუება ნიშნავს საკუთარ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, მშვიდობაზე, ზოგადად საქართველოში ცხოვრებაზე უარის თქმას და ამას, რა თქმა უნდა, არავინ აპირებს. ყველაზე მთავარია რა დასკვნას ვაკეთებთ: 1. მადლობა ჟურნალისტებს და ყველა იმას, ვინც ამხელს ამ სისტემას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორებს, მათ შორის იმათ ვინც სანქციებზე მუშაობს, აბსოლუტურად ყველა ადამიანის ფაილს მივაწვდით, ვინც ამაში იყო ჩართული და აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სუს-ის თავი ლილუაშვილი და თავის დროზე გომელაური და მთავარი, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაისაჯონ მსგავსი ქმედებებისთვის. 2. არავითარი შიში და არავითარი შეგუება. ჩვენ ამ ქვეყანაში ბევრად მეტნი ვართ ის ხალხი, ვისაც ასე ცხოვრება არ გვინდა. ჩვენ შეიძლება ერთმანეთი არ მოგვწონდეს, ვაკრიტიკებდეთ მაგრამ ასე ცხოვრება შეუძლებელია ვინმეს უნდოდეს, რომ გასვენებაში და ექიმთან ვიზიტის დროს გვიღებდნენ სურათებს და გვისმენდნენ. ამიტომ, აქ უნდა ვთქვათ, რომ ამ საკითხის წინაშე ვართ ერთიანები და არ შევეგუებით. 3. ოპოზიცია, ჩემი აზრით, ვალდებულია, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და გადავიდეს არ თანამშრომლობის ეტაპზე, იმიტომ რომ ნებისმიერი მიმართვა სუს-ის ხელმძღვანელის მიმართ, რომ თითქოს ის გამოიძიებს თავის უკანონობას, სისხლის სამართლის დანაშაულს, არის ილუზია და ახანგრძლივებს ამ რეჟიმს. ჩვენ ვართ მშვიდად, მტკიცედ, ვართ მეტნი და უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ რეჟიმს და მივაღწიოთ მთავარს - დეოლიგარქიზაციას, რაც დაანგრევს ამ რეჟიმს",- განაცხადა ხოშტარიამ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)