05:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-18 14:59:01, 909 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში ევროკავშირის ახალ პროექტზე „ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოში“ იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის ახალი პროექტის „ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოში“ ჯგუფის ხელმძღვანელს დაგ ჰიკმანს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საჭიროებაზე გაამახვილა.
 
საუბარი შეეხო ქვეყანაში ინერტული, სამშენებლო, ნგრევის ნარჩენების შეგროვების და რეცირკულირების თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და ნარჩენების ინტეგრირებული  მონაცემთა ბაზების შექმნის მნიშვნელობის საკითხებს.
 
პროექტი, რომლის მიზანსაც ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციის დანერგვა და მხარდაჭერა წარმოადგენს ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად ხელს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის იმპლემენტაციას შეუწყობს.
 
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics