04:50 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 20:09:05, 895 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთი - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. - ამის შესახებ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთს ОДКБ-ს იმედი აღარ აქვს.

"ის ფაქტი, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია და რომ აზერბაიჯანის ჯარები სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან სრულად გაიყვანეს, ნიშნავს, რომ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა... 
როდესაც ჩვენ მივმართეთ ОДКБ-ს, სომხეთის სუვერენიტეტის დასაცავად სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური დახმარების იმედი გვქონდა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა მათ მიმართ, მაგრამ ეს ამ დრომდე არ შესრულებულა. ბუნებრივია, ეს ნაწილი ვერ დაგვაკმაყოფილებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან.

მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 135, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 71 სამხედრო დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics