|
2022-09-16 16:24:06, 651 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა კადეტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 12 წლის იუბილე და სწავლის დაწყება გელათის საკათედრო ტაძრის ეზოში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სასწავლებლის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება და კადეტებს წარმატებები უსურვეს. ღონისძიების ფარგლებში გელათის აკადემიასთან და საკათედრო ტაძართან განლაგებულმა კადეტებმა კადეტის მრწამსი წაიკითხეს. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და მასწავლებლები კი, საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ღონისძიება კულტურული პროგრამით გაგრძელდა. კადეტებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია -“მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ“. დღესვე, კადეტთა ნახატებისა და გაზეთის პრეზენტაციაც გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნები დაესწრნენ. კადეტები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმაც დალოცა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)