04:07 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 10:57:32, 1400 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - მოქალაქე აპლიკაციით სხვადასხვა პირებს უკავშირდებოდა და ეუბნებოდა, რომ მათ მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი მოქალაქე მობილურ ტელეფონში გააქტიურებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით სხვადასხვა პირებს უკავშირდებოდა, მათ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა, თითქოს, მათ მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობდა და საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, პროკურატურის ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოში იბარებდა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე - ლ.ს., მობილურ ტელეფონში გააქტიურებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით უკავშირდებოდა მოქალაქეებს, რომლებსაც თავს აცნობდა, როგორც პროკურატურის თანამშრომელი და აწვდიდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს, მათ მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობდა და საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოში იბარებდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ასევე დადგინდა შეცდომაში შეყვანილი ყველა პირი და პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები დროულად აღიკვეთა.

მსგავსი ქმედება პროკურატურისადმი საზოგადოების ნდობას, კერძო და საჯარო პირთა ინტერესს აზიანებს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო ქმედებას მათ მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართონ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას (ცხელი ხაზი 2405222)”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics