04:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 19:21:11, 884 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი - რუსეთ-ჩინეთის სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობა შეიძლება მსოფლიოსთვის მაგალითად ჩაითვალოს

რუსეთ-ჩინეთის სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობა შეიძლება მაგალითად ჩაითვალოს.  - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიული და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართალზე.

"რუსეთ-ჩინეთის სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობა შეიძლება მაგალითად ჩაითვალოს. მოსკოვისა და პეკინის საგარეო პოლიტიკური ტანდემი თამაშობს უმთავრეს როლს გლობალური და რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ჩვენ ერთობლივად ვუჭერთ მხარს სამართლიანი, დემოკრატიული და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართალზე, გაეროს ცენტრალურ როლზე და არა რაღაც წესებზე, რომლებიც ვიღაცამ გამოიგონა და ცდილობს სხვებზე დააწესოს, იმის ახსნის გარეშე თუ რაა ისინი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics