02:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 16:19:18, 1303 ნახვა

სამართალი
ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ 8 დაკავებულიდან 5 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

28 ივლისს ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 8 დაკავებულიდან 5 პირი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და 3 პირის მიმართ ძალაში დარჩა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული სამი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ეჭვმიტანილი ორი პირი.

შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება 28 ივლისს, წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics