|
2022-09-13 14:37:58, 862 ნახვა
პოლიტიკა
გოგაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ „პატრონების“ გამო დანიშნა ისეთი ელჩები, რომლებიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდნენ
ჩემი სუსში მუშაობის პერიოდში „ქართული ოცნების“ მოთხოვნით დაინიშნა 2 ელჩი, რომელიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა,- ამის შესახებ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დანიშნული ელჩების გადანიშვნის დრო, სავარაუდოდ, მიმდინარე პერიოდში მოხდება და კონკრეტული გვარების მიწოდებას პრეზიდენტის წარმომადგენელს ან დეპუტატებს სთავაზობს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო იქამდე, სანამ რომელიმე ქვეყანაში წარადგენს საქართველოს ელჩს ან დიპლომატიური სტატუსის მქონე ნებისმიერ კანდიდატს, ის სუსში აგზავნის დასანიშნი კანდიდატების სიას. სუსის ფუნქციაა გადაამოწმოს ყველანაირად კანდიდატი, ასევე, დამატებით ვალდებულებას ანიჭებს ,,თავისუფლების ქარტიაც’’ თუ კანდიდატი ირიცხება ,,სუსის’’ აგენტურულ ბაზაში ან აქვს საეჭვო კავშირები მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, ის დაუყოვნებლივ იბლოკება და შემდეგ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. ჩემი სუსში მუშაობის პერიოდში, საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადმოიგზავნა სტანდარტულად ელჩად დასანიშნი კანდიდატების სია. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხება აგენტურულ ბაზაში (სუკი), შესაბამისად მე გადავეცი დავალება შეეჩერებინათ მათი დანიშვა, დანარჩენების სია კი გადავაგზავნე საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბლოკილმა კანდიდატებმა გაჭიანურების შემდეგ მოიკითხეს საგარეო საქმეთა სამინისტროში თუ რა ხდებოდა, სადაც უთხრეს, რომ გოგაშვილმა დაბლოკა ისინი. მათ ბუნებრივია შეაწუხეს თავის ,,პატრონი’’, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი ატეხა, დაურეკა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს. დამიბარა ჩემმა უფროსმა, გომელაურმა და მომთხოვა თუ რა მიზეზით მყავდა დაბლოკილი ელჩობის კანდიდატები. ,,შეფმა ცალკე დამირეკა და კვირიკაშვილმა ცალკე ამ საქმეზეო’’ - თქვა გომელაურმა. ერთის რეკომენდატორი ყოფილა გოგა ხაინდრავა და დეტალურად გამირკვიე რა ხდებაო. მე მას ავუხსენი ყველაფერი და გავაცანი ოპერატიული ცნობა აგენტების შესახებ, მან მითხრა, რომ ცნობა დამეხია და ორივეზე გამეშვა თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაც მე შესაბამისად შევასრულე. ამ ,,ელჩების’’ გადანიშვნის პერიოდი ჩემი ვარაუდით ახლა უწევს და არ არის გამორიცხული, ეს უკვე პრეზიდენტის მაგიდაზე იდოს. სურვილის შემთხვევაში, პრეზიდენტის წარმომადგენელს ან დეპუტატს, რომელთაც აქვთ წვდომა მსგავს ინფორმაციაზე, შემიძლია მივაწოდო კონკრეტული გვარები. პ.ს ამ ,,ინციდენტის’’ შემდეგ გოგა ხაინდრავა გადამემტერა. იყო კიდევ ორი ,,ინციდენტი’’, რომელიც არ არის პირადული და მე საზოგადოებას ამის შესახებ მივწვდი ინფორმაციას, რადგან ეს საკითხები ეხება ადამიანების უფლებების დარღვევებს“,- წერს გოგაშვილი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)