2022-09-12 22:41:22, 1297 ნახვა
პოლიტიკა
გოგაშვილის შვილი - დააყადაღეს არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ნათესავებისა და მამაჩემის დაცვის ქონებაც
დააყადაღეს არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ნათესავებისა და მამაჩემის დაცვის ქონებაც. - ამის შესახებ სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინო გოგაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება.
"დააყადაღეს არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ნათესავებისა და მამაჩემის დაცვის ქონებაც.
მეზობლებო, ნაცნობებო, მეგობრებო, კლასელებო, ყოფილო თანამშრომლებო და ყველა, ვისთანაც გვქონია კომუნიკაცია ან უბრალოდ ერთმანეთისთვის შეგვიხედავს უსიტყვოდ - აპატიეთ ბიძინას, თუ ხვალ თქვენს ქონებასაც დააყადაღებს, ცუდ განწყობაზეა, მამაჩემმა გააბრაზა და გაუგეთ, აქვს მიზეზი…
ბრძოლა გრძელდება!
გოგაშვილები VS პუტინის ბიძინა & რუსული ოცნება". - ნათქვამი განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნინო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას და მის ოჯახის წევრებს ქონება დაუყადაღეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,