21:40 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-10 10:07:24, 1737 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება გავათავისუფლეთ

 ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის არმია, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური წარმატებით განაგრძობენ აქტიურ მოქმედებებს რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით.

„ამჟამად შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს და კონტროლი დაამყარეს 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე ხარკოვის ოლქში. რეგიონის სოფლების ნაწილში ტარდება ტერიტორიის შემოწმების ღონისძიებები, თანდათან კონტროლს ვამყარებთ ახალ დასახლებულ პუნქტებზე - ყველგან ვაბრუნებთ უკრაინულ დროშას და ჩვენი ხალხის დაცვას. არ გვავიწყდება სხვა მიმართულებებიც. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასშიც, ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც. ვთხოვ უკრაინელებს გათავისუფლებული ტერიტორიიდან - გთხოვთ, აცნობეთ ჩვენი ძალების წარმომადგენლებს თქვენთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია უკრაინულ მიწაზე ოკუპანტების დანაშაულების შესახებ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics