09:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 18:07:24, 1367 ნახვა

პოლიტიკა
პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთსა და  ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა 

"მიიღეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმებულია დაინტერესებულ ფედერალურ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ", - ნათქვამია დოკუმენტში. 

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

"ჩვენი მოქალაქეები ამას ძალიან ელოდნენ. ახლა მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული პროცედურებით", - განაცხადა არძინბამ,





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics