09:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 16:58:23, 1070 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება

რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სანქცირებული ირანული თვითმფრინავი საქართველოს გავლით გაფრინდა და რუსეთში დაეშვა.

მისი თქმით, ეს საკითხი არის ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა და ისინი განმარტავენ ყველაფერს.

"ერთი, რომ რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის, ეს ერთი. მეორე - ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა კომენტარი და  დამატებითი განმარტებებიც თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდ ამას გააკეთებენ. ეს არის არსებითად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა და ისინი განმარტავენ ყველაფერს" , - ამბობს კობახიძე. 

ცნობისთვის, პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 4 სექტემბერს საქართველოს გავლით აფრინდა ირანული თვითმფრინავი, რომელიც სანქცირებულ ავია კომპანია Iran Air-ს ეკუთვნის.ხოშტარიას თქმით, სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში და არსებობს ვარაუდი, რომ ირანი სწორედ ამ გზით აწვდის იარაღს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics