|
2022-09-09 13:23:18, 1134 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს
მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პეზიდენტის თქმით, წელს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ მეექვსედ ჩატარდა, რომელშიც 20 ქვეყნიდან 2 400-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. „მინდა, პირველ რიგში, გავიხსენოთ, რომ 31 წლის წინ, 9 სექტემბერს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანებულება, რათა თავდაცვის სამინისტროს დაეწყო ეროვნული არმიის ჩამოყალიბება. ეს დიდი დღეა, თუმცა ეს იყო იმ ეროვნული არმიის და ეროვნული გვარდიის მხოლოდ აღდგენა, რომელიც 1918 წლიდან არსებობდა, აღდგენა იმ ჩვენი ღირსეული ჯარისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა ამ ქვეყანას. მინდა ეს დღე მოგილოცოთ ყველას - თქვენ და ჩვენ მოქალაქეებს, რადგან თუ სახელმწიფო არსებობს, არსებობს სწორედ იმიტომ, რომ მას გააჩნია ღირსეული ჯარი. ასევე, მინდა მივუსამძიმრო წვრთნებში მონაწილე დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, 70 წლის მანძილზე გაერთიანებული სამეფოს უცვლელი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდლის გარდაცვალების გამო. წელს საქართველოში მეექვსედ ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 20 ქვეყნიდან 2400-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში საიუბილეო წელია. ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი შეუსრულდა. წვრთნების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ვფიქრობ, ერთგვარად აერთიანებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების ყველა პოზიტიურ ეპითეტს. დიახ, ეს სამი ათეული წელი ნამდვილად მაგალითია ორმხრივი ღირსეული პარტნიორობისა და ვერავითარი საწინააღმდეგო მოსაზრება ვერ დააკნინებს და შეარყევს ამ ურთიერთობას და მის მომავალს. დღეს ევროპასა და ჩვენს რეგიონში - უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ასეთი მასშტაბის მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. „ღირსეული პარტნიორი 2022“ სწავლებაში მონაწილე ქვეყნები შესაძლებლობას გვაძლევენ გავზარდოთ ჩვენი მზაობა და შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. დღეს დასრულდა 12 დღიანი სწავლება. ჩვენ ყველანი მოწმენი გავხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და უმაღლესი დონის სამხედრო მომზადებისა, რომლითაც გამოირჩევა სწავლების უკლებლივ ყველა მონაწილე. მადლობას მოვახსენებ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობას წლევანდელი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების სამაგალითო ხელმძღვანელობისთვის. მადლობას მოვახსენებ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს სწავლების მხარდაჭერისთვის, რითაც უზრუნველვყავით „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის წარმატებითი განხორციელება. მადლობა მრავალეროვნული სწავლების ტრადიციულ პარტნიორებს და მათ, ვინც წელს პირველად მონაწილეობს ამ მნიშვნელოვან წვრთნებში. იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები მრავალეროვნული სწავლების ისტორიაში წელს პირველად მონაწილეობენ. ასევე, პირველად ჩაერთო სწავლებაში ლიეტუვა, პოლონეთი, უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადის პირადი შემადგენლობა. ეს ყოველივე კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია! ეს, კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოს, როგორც ღირსეული პარტნიორის როლი უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში. მწამს, რომ პარტნიორობისა და ერთობის ძალას ვერაფერი შეარყევს. საქართველო მომავალშიც ღირსეულ და საიმედო პარტნიორობას გასწევს ჩვენს რეგიონში, შავ ზღვასა და მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერების სფეროში, რამეთუ მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)