|
2022-09-09 10:47:38, 1046 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ხოშტარია და დეკანოიძე ყოველდღე აგენერირებენ დეზინფორმაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და პარტია „დროას“ თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია საქართველოს შესახებ ყალბი აღქმის შექმნის სახეს წარმოადგენენ, რადგან მუდმივად დეზინფორმაციას ავრცელებენ. „ეს სქემა როგორ მუშაობს. მგონი, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ, ხატია დეკანოიძემ და ელენე ხოშტარიამ თავად აღიარეს, რომ ისინი არიან საქართველოს მხრიდან პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ. რაღაც ინფორმაციულ კოლაჟებს აკეთებენ და მათ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინაში, გაცვლა-გამოცვლა აქვთ“, -განაცხადა პაპუაშვილმა. მისი შეფასებით, დღეს პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს საჰაერო ცის უკანონო გამოყენების შესახებ ინფორმაცია დეზინფორმაციაა. „დღეს მოვისმინეთ ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი ცრუ განცხადება. რაც მთავარია, ხომ დადასტურდა, რომ ყველა ეს განცხადება ტყუილია. სანქციების გვერდის ავლა, თითქოს აქ რაღაცები ხდება, რამდენიმე წუთი სჭირდება იმის დადასტურებას, რომ ეს ყველაფერი არის ყალბი. ეს ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოს ყალბი აღქმის შექმნის სახე, ელენე ხოშტარიას „დროას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ყოველდღე აგენერირებენ დეზინფორმაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, შემდეგ ეს დეზინფორმაცია, როგორც საინფორმაციო კოლაჟი, ერთი მხრივ, რეპუტაციულად ურტყამს ჩვენს ქვეყანას, მეორე მხრივ, ჩვენ გვიწევს განმარტების გაკეთება. არავითარი განმარტების გაკეთებას არ ვაპირებთ დაბრალებასთან დაკავშირებით... ჩვენ ვხედავთ პირდაპირ დარტყმას იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გაფუჭდეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე არ აისახება. „არ მინდა სახელებისა და გვარების დასახელება, მაგრამ ადამიანს, რომელიც „თავისუფლება მიშას“ მაისურით მიმართავდა ქართველ მხარდამჭერებს, არ მგონია, რომ მას რაიმე ნდობის მანდატი ჰქონდეს ვინმეს მხრიდან. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს. მთავარი არის ერთი რამ, ვერავინ, ვერც აქ და ვერც ვერსად ვერ ამბობს, არის თუ არა რამე საკითხი, რაც საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო გაეკეთებინა და არ გააკეთა, პირიქით, ხელი დაადეთ ნატო-ს წევრ ნებისმიერ ქვეყანას, გერმანია იქნება თუ სხვა ქვეყანა, მათი სოლიდარობა და ჩვენი სოლიდარობა შეადარეთ იმ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყნებს აქვთ. ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო თავისი რისკებიდან გამომდინარე ისე, რომ არავითარი უსაფრთხოების გარანტიები არ აქვს, ამ კუთხით აბსოლუტურ მაქსიმუმს აკეთებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. წამყვანის კითხვაზე, მოელის თუ არა ის სანქციებს, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მისი მოლოდინით, „სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“. „როგორც ელენე ხოშტარიას ყოველი ბრიფინგი მარცხდება ერთ დღეში, სადაც არის ტყუილი, ისე დამარცხდება ნებისმიერი ტყუილი, დეზინფორმაცია და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს. ეს არის ის, რატომაც ქართველი ხალხი მხარს გვიჭერს და ისინი ერთმანეთისგან სინათლეს და სიბნელეს, სიმართლეს და ტყუილს არჩევენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პარტია „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 4 სექტემბერს, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, "ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, არის ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია.
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)