|
2022-09-08 14:50:54, 1645 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში, სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
შუახევის მერი, ომარ ტაკიძე წარჩინებულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ. შეხვედრას შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, მერის მოადგილე, გურამ ზოიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ფატი ჭაღალიძე, რესურსცენტრისა და მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ომარ ტაკიძემ, ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ნაყოფიერი სტუდენტობა და პროფესიული განვითარება უსურვა. მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო გრანტი რვა ახალგაზრდამ მიიღო. მათგან, უმაღლესი შეფასება 70%-იანი გრანტი, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლე, ნონა ბოლქვაძემ მიიღო. 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელები გახდნენ ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კეკელიძე, შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე მიშა შაინიძე, ჭვანის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი ამაღლობელი, ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ბერიძე, ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ბოლქვაძე, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლეები ლუკა ზოიძე და ნატა ცინცაძე. ღონისძიება, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებასა და განათლების ხელშეწყობას. წარმატებულ სტუდენტებს ერთჯერადად ფულადი ჯილო, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)