13:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 16:01:19, 778 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინა აქვეყნებს იმ პირების გვარებს, რომელთა დასანქცირებასაც ითხოვს - სიაში 12 ქართველია, მათ შორის ივანიშვილი

უკრაინული მხარე აქვეყნებს იმ პირების სიას, რომელსაც "კრემლის საყრდენად" აღიქვამს და დასანქცირებას ითხოვს. ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებ-გვერდზე განთავსდა.

უკრაინის მიერ შედგენილ 15-კაციანი სიაში, 12 ქართველია, მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი და დავით ხიდაშელი.

სანქცირების მოთხოვნის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერაა. 

უკრაინა ითხოვს დასანქცირდნენ:
• ბიძინა ივანიშვილი
• ალექსანდრე ივანიშვილი
• ქეთევან ხარაიძე
• ირაკლი რუხაძე
• გიორგი კაპანაძე
• უჩა მამაცაშვილი
• ტიტე მამაცაშვილი
• ვანო ჩხარტიშვილი
• დავით ხიდაშელი
• სულხან პაპაშვილი
• ლევან ვასაძე 
• ოთარ ფარცხალაძე

ცნობისთვის, პროექტი "ომი და სანქციები" უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით ხორციელდება.  ეს არის პორტალი, სადაც შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ის პირი ან კომპანია, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს სანქციებს და მოუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, მოათავსონ ისინი სანქციების სიაში.

პორტალის წყალობით ასევე შეგიძლიათ გაიგოთ, თუ ვისზეა უკვე სანქციები, რომელი ქვეყნები ჯერ კიდევ „ ჩამორჩებიან“ სანქციების ტემპით და რა აქტივები აღმოაჩინეს უკვე სანქცირებულ პირებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics