00:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-01 16:21:50, 2413 ნახვა

ეკონომიკა
დაამატე „თიბისის“ ბარათს თბილისის სამგზავრო აბონემენტი „თიბისის“ ციფრული ბანკის საშუალებით

დღეს, 1 სექტემბრიდან „თიბისი“ მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთო. „თიბისის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტი თიბისის ბარათს მიაბან.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტის შეძენა და თიბისის სასურველ ბარათზე დამატება შესაძლებელია მარტივად, თიბისის ციფრული ბანკის მეშვეობით და ასევე საბანკო სივრცეში ვიზიტით. საბანკო/სამგზავრო ბარათი აქტიურდება  შეძენიდან 3 (სამი) წუთში.

სამგზავრო აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია თბილისის შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში:

  • თბილისის მეტრო
  • თბილისის ავტობუსი
  • თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი
  • თბილისის უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა

„არსებობის 30 წლის მანძილზე, თიბისი მუდმივად ცდილობს ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება და ხელი შეუწყოს ციფრული სიახლეების დანერგვას. ამ ძალისხმევის ნაწილია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, თიბისის ბარათებს დაამატონ სამგზავრო აბონემენტები და უფრო მარტივად გადაიხადონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გადასახადი. ეს სიახლე  საშუალებას გვაძლევს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ თბილისის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გაუმჯობესებასა და განახლებაში“- განმარტავს „თიბისის“ გადახდების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ გოგია.

შეგახსენებთ, რომ „თიბისის“ ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისის, გორისა და ფოთის  საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:  https://link.tbc.ge/transport_

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics